Saturday, October 13, 2012

პროექტის
სახელი
ცნობილი  ინგლისელები.
პროექტის
მთავარი იდეა
მოსწავლეებმა მოამზადონ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ცნობილ ინგლისელებზე.
სამიზნე ჯგუფი
VII—VIII  კლასები.
პროექტის
მიზანი
ამ პროექტის შექმნის დროს მოსწავლეები შეიძენენ კვლევითი საძიებო სამუშაოების შესრულების უნარს,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთანამშრომლობას,გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარს,პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარს.მოსწავლეებს ხელი შეუწყოს ინგლისური ენის შესწავლის პროცესში შეიძინონ სხვა საგნების ცოდნაც.
პროექტის
შედეგი
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ცნობილ ინგლისელებზე.გაიმდიდრებენ ინგლისურ ენაზე ლექსიკურ მარაგს.განუვითარდებათ ინფორმაციის გაგების,შეფასების,ანალიზის უნარი,ჯგუფური მუშაობის,პროექტებზე მუშაობის უნარი.
პროექტის
აქტივობა
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ინფორმაციის არსებობა მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისათვის.
პროექტის
აღწერა
მოსწავლეები დაიყოფა შემდეგ ჯგუფებად.
--პირველი ჯგუფი მოიძიებენ ინფორმაციას,ნაშრომებს მასწავლებლის დახმარებით.
--როდესაც მოძიებული მასალა მზად იქნება მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს.
--რამდენად ცნობილია და რა იციან მათ შესახებ დავადგენთ.
--მეორე ჯგუფი გამოიკითხავს 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
--მესამე ჯგუფი გამოიკითხავს მასწავლებლებს.
--მეოთხე ჯგუფი ნებისმიერ ცნობილ ადამიანებს.
მოძიებული მასალის გასავრცელებლად ჯგუფის ლიდერები დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
სამუშაო  ენა
ინგლისური ენა
პროექტის
ხანგრძლივობა
ორი კვირა
სასწავლო მასალა/ტექნიკური
რესურსი
კომპიუტერი,საწერი საშუალებები,ხმის ჩამწერი მოწყობილობა,საპრეზენტაციო მასალები,სლაიდები.
პროექტის
ხელმძღვანელი
ფაცაცია  ანნა.

No comments:

Post a Comment